მარნეულში საკრებულოს გენდერული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

637

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭოს პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  სხდომაზე საბჭოს დებულების პრეზენტაცია მოეწყო. ასევე, განიხილეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობებიც.

საბჭოს სხდომას, მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ.

“სხდომაზე საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, დღის წესრიგიც გაწერეს. მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის 6 თებერვალს, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე გენდერული საბჭოს შექმნის თაობაზე. საბჭო არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც “გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. გენდერული საბჭოს ამოცანებში შედის იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც უშუალოდ, ადგილზე უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობას. რაც შეეხება საბჭოს შემადგენლობას, კანონდმებლობის შესაბამისად შემუშავდა სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, ისე მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ საბჭო დებულების შესაბამისად, მომავალში განსახორციელებელი აქტივობებით, რომელიც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის კოორდინირებული მუშაობის შედეგად დაიგეგმება, მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში, ადგილობრივ დონეზე”,-აცხადებენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში.