მარნეულში ახალი სასათბურე მეურნეობა გაიხსნა

1204

„ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა – „შპს მზა ჩითილი“ მოეწყო. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს

მეურნეობაში, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 30 მილიონი ჩითილის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1 142 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 442 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

სასათბურე მეურნეობა 11 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და გამოჰყავთ ბოსტნეულის – პომიდორის, ბადრიჯნის, წიწაკის, სალათის ფოთოლის, ნესვის, საზამთროს, კომბოსტოს, ნიახურის (ჩვეულებრივი და დამყნობილი) ჩითილები.