დედოფლისწყაროში აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ

651

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

დედოფლისწყაროს საკრებულოს ცნობით, გაიზრდება იმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარი ხარჯები, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ აღნიშნული შეღავათებით.

“დედოფლისწყაროს საკრებულომ განიხილა და ერთხმად დაამტკიცა 2017 წლის 19 დეკემბრის N55 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ. ასევე გადაწყდა, რომ გაიზრდება იმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარი ხარჯები, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ აღნიშნული შეღავათებით და განისაზღვრა 18-დან 22 ლარამდე. აღნიშნული ცვლილებები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში აისახა და, შესაბამისად, ბიუჯეტის სოციალური პაკეტი 20 000 ლარით გაიზარდა”, განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა.