ანტისტიგმა კამპანიის #დაინახეყველაფერი-ს ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების მქონე 4 მუნიციპალიტეტი გამოვლინდა. ინფორმაციას newspress.ge ავრცელებს.
გამარჯვებულები არიან ხელვაჩაურის, მესტიის, ბოლნისის და ქუთაისის მუნიციპალიტეტები.
გამარჯვებულთა შორიაა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, რომელმაც
ნომინაციაში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამები და ბავშვების და მათი მშობლების აქტიური ჩართულობა – გაიმარჯვა.