მარნეულის მერია თავის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მედიაში გავრცელებისათვის 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 000 ლარს დახარჯავს. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს “მარნეული ტვ-მ“ გაიმარჯვა.
ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა ქართულად და აზერბაიჯანულ ენებზე განხორციელდება.