მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა მერიის სამსახურებს კონკურსის შედეგად ახლადდანიშნული თანამშრომლები წარუდგინა – ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თანამშრომელთა ნაწილი დღეიდან ოფიციალურად შეუდგა სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას.
“მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების კონკურსი დასრულდა. მერიას პროფესიული საჯარო მოხელის 10 ვაკანტურ პოზიციაზე ჰქონდა კონკურსი გამოცხადებული, რომლის შედეგადაც საკონკურსო კომისიამ დაწესებულების ხელმძღვანელს რეკომენდაცია წარუდგინა 9 კონკურსანტზე. ხოლო, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის დანიშვნის მიზნით გამოცხადებული გამარტივებული კონკურსის შედეგად, 4 ვაკანტური პოზიციიდან შეირჩა 2 კონკურსანტი”,-აცხადებენ მერიაში.