ბათუმში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, დაშვებულ ზღვარზე მაღალი 229 შენობა აიგო. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სწორედ ამდენი K2 კოეფიციენტის გაზრდის შუამდგომლობით მიმართა მთავრობამ ბათუმის მერიას 2013 წლიდან დღემდე.
რეგიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ, არასრულ 4 წელიწადში, ბათუმის მერიასთან ინვესტორებს 167 უშუამდგომლა. უცნობია რამდენ მშენებელს უთხრა უარი.
ზურაბ პატარაძემ, არასრულ 2 წელიწადში, 62 ინვესტორს გაუწია რეკომენდაცია. მთავრობის ინფორმაციით 300 ინვესტორის განცხადება იყო შესული K2 კოეფიციენტის გაზრდაზე.