ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში მოსახლეობა სასოფლო გზის გამაგრებას ითხოვს

1197

ქობულეთში სოფელ ჯიხანჯურში ადგილობრივები 4 თვის წინ მეწყრის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზის გამაგრებას ითხოვენ. მოსახლეობა შიშობს, რომ მიწა მცოცავია და შესაძლოა გზის გარეშე დარჩნენ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიის გამაგრება სწორედ მცოცავი მიწის გამო ვერ მოხერხდება, ამიტომ ტერიტორიას პერიოდულად ნატანით შეავსებენ. ერეკლე კახიძის ინფორმაციით, სექტემბერ-ოქტომბერში მეწყრით 64 ობიექტი დაზიანდა, რომელთა გამაგრება- რეაბილიტაციისთის პროექტების დამუშავება მიმდინარეობს.