ბათუმში ქაოსურ მშენებლობებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გენგეგმით დაარეგულირებს

1213

რა ბედი ელის ქალაქში მიმდინარე ქაოსურ მშენებლობებს? –  ურბანულად გადატვირთული მშენებლობების რეგულირებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალი გენერალური გეგმით აპირებს. ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს ინფორმაციას. 

ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ დოკუმენტი მალე დამტკიცდება, პარალელურად კი კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა სამშენებლო პროექტებს, რათა დაცული იყოს კორპუსებს შორის პარამეტრები და უსაფრთხოების ნორმები.