ველოსიპედების პარკინგის მოწყობის თხოვნით ბათუმის მერიაში პეტიცია წარადგინეს

1581

არამუნიციპალური ველოსიპედებისთვის პარკინგის ადგილების მოწყობის მოთხოვნით ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: ნათია აფხაზავამ, ნინო ჩხაიძემ და ასლან ჭანიძემ საკრებულოს მიმართეს. მათ საკრებულოს წარუდგინეს პეტიცია, რომელსაც ხელს 1350 ბათუმელი აწერს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

ბათუმის მერიაში ინციატივა მოიწონეს. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები არამუნიციპალური ველოპარკინგების მოსაწყობად ადგილების იდენტიფიცირებისთვის დაიწყენ მუშაობას. შემდეგ კი მოამზადებენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს, რის საფუძველზეც, მერია მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამის თანხას გაითვალისწინებს.

ამის შესახებ ლაშა კომახიძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად წერილობით აცნობა.

საკითხის განხილვა 15 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა მომდევნო სხდომისთვის გადაიდო.