რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს ავტორი გამოვლინდა

466

წინა სტატია

რუსთავის მერიაში, ქალაქის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული პროექტი დასახელდა.

მერიის სხდომათა დარბაზში, კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი 53 ნამუშევარი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების გარდა, ჟიურის წევრები იყვნენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე გოჩა ლორია.

რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, ქალაქის 70 წლის საიუბილეო ლოგოდ ჟიურიმ გიორგი შათირიშვილის პროექტი დაასახელა. გამარჯვებული კონკურსანტი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევი კონკურსი 25 იანვარს დაიწყო და 10 თებერვალს დასრულდა.