ნაციონალური მოძრაობა სიღნაღის მერიისგან განმარტებებს ითხოვს

637

“ნაციონალური მოძრაობა” სიღნაღის მერიისგან განმარტებებს ითხოვს. პარტიის წევრის გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, წინა მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიწის გადასახადი მოეხსნა მხოლოდ იმ დაზარალებულს, ვინც „ქართული ოცნების“ აქტივისტია, მათ შორის იმ დროისთვის მოქმედ გამგებელ დავით ჯანიკაშვილსაც. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიღნაღის მერიაში სხვა დაზარალებულ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მივიდნენ და ოფიციალური განმარტებები მოითხოვეს.

ოპოზიციის ბრალდებებს საკრებულოს იურიდიულ კომისიასა და მერიაში უპასუხეს. უწყებაში თქვეს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ იცნობენ და ოფიციალურად მიმართვის შემდეგ იმსჯელებენ.

რაც შეეხება ყოფილ გამგებელს დავით ჯანიკაშვილს, მიიჩნევენ, რომ ის იყო დაზარალებული და მიწის გადასახადისგან გათავისუფლება კანონიერად მოხდა.