ქედის მერიამ 280 ათას ლარად ნაგავმზიდი შეიძინა

817

ქედის მერიას მალე ახალი ნაგავმზიდი ექნება. 280 ათას ლარად შეძენილი ტექნიკა მუნიციპალიტეტს 20 თებერვალს გადაეცემა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

გარდა ამისა დაგეგმილია ნაგვის 70 ურნის შეძენა, რისთვისაც 50 ათასი ლარის ღირებულების ტენდერია გამოცხადებული. მათ ახალ ადგილებში განათავსებენ, ასევე გამოიცვლება რამდენიმე ძველი ურნაც.