ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

1450

ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 335 222 ლარით ფინანსდება. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია წითელი და მწვანე დარბაზები. პროექტით გათვალისწინებულია მწვანე დარბაზის გადიდება, სველი წერტილების მოწყობა და ბავშვებისთვის სამეცადინო ოთახების დამატება-სულ 6 ოთახი.

ასევე განხორციელდება შენობის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საჭადრაკო სკოლა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს უმასპინძლებს.მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.