რუსთავის მერიაში რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია გრძელდება

725

რუსთავის მერიაში რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია გრძელდება. “ინფო რუსთავის” ცნობით, 3 ა(ა)იპ-ის: სპორტის, ახალგაზრდობის და სახელოვნებო გაერთიანების შემდეგ,  სამსახურს “სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი” დაერქვა, მისი ხელმძღვანელი კი გეგი ლიპარტელიანი იქნება.

გეგი ლიპარტელიანი მანამდე კულტურის სახლის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ახალ სამსახურს ექნება სამი დეპარტამენტი, სპორტისა და ახალგაზრდობის, სახელოვნებო გაერთიანების და მესამე დეპარტამენტი, რომელიც ამ მომენტისთვის ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია. ახალ დეპარტამენტში, ძირითადად ადმინისტრაციული უწყებები მოიყრის თავს.

სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტს ბაჩო ხაჩიძე, ხოლო სახელოვნებო გაერთიანებას მარიკა ფიროსმანაშვილი უხელმძღვანელებს.