არასტანდარტული საბავშვო ბაღები მაღალმთიან აჭარაში

852

მაღალმთიანი აჭარის 7 სოფელში – აგარაში, ბეღლეთში, ბოძაურში, ზემო ვაშლოვანში, თაგოში, გელაძეებსა და წაბლანის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღის განმავლობაში მხოლოდ ოთხი საათი მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სასწავლო დაწესებულებები რამდენიმე წლის წინ პოლონურმა ორგანიზაცია “ედუკატორმა”, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის – “კივიტას გეორგიკას” ხელშეწყობით გახსნა.

ხულოს ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ბეღლეთში ბოძაურსა და ზედა ვაშლოვანში სააღმზრდელო დაწესებულების ალტერნატიული ფართები უკვე აშენებულია და მიმდინარე წელს სამი ახალი საბავშვო ბაღი უნდა გაიხსნას.