ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და მათ ასისტენტებს არჩევს. კონკურსი 21 პოზიციაზეა გამოცხადებული. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
დაბა ასპინძაში მერის წარმომადგენელის სახელფასო ანაზღაურება 700 ლარი იქნება, ხოლო სოფლებში წარმომადგენლებსაც და ასისტენტებსაც 650 ლარი ექნებათ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 17 თებერვალია. განმცხადებლებს ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. აპლიკანტები კონკურსის სამ ეტაპს გაივლიან – საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება. შერჩეული კანდიდატები 12–თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან.