გარდაბნის საკრებულოს წევრი გივი ძმანაშვილი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
გარდაბნის საკრებულოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ძმანაშვილისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. მათი თქმით, დღეს სამსახურში არ გამოჩენილა და დაკეტილია მისი სამუშაო კაბინეტიც.
გივი ძმანაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეა. ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში თელეთის მაჟორიტარის მანდატით იყო წარდგენილი.