რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტს სამი პროექტი დაუფინანსდა. მათ შორის, გაგრძელდება სოფელ ურავში ყოფილი სამთო ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპი. ამისათვის რეგფონდიდან 263,435 ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ქალაქის საჭიროებებისთვის გამოიყო თანხა. მუნიციპალიტეტის სოფლებში კი რეგფონდიდან პროექტები, ჯერჯერობით, არ დაფინანსებულა.
2018 წელს ქალაქ ამბროლაურში (გამსახურდიას 04 ჩიხი, 05 ქუჩა, 02 ჩიხი (ბარათაშვილის ქუჩა)) ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზების მოწყობაა დაგეგმილი, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტი 234,479 ლარს გამოყოფს.
ბეტონის საფარიანი გზები მოეწყობა, ასევე, ქალაქ ამბროლაურის სხვა რამდენიმე ქუჩაზეც (ი.გოგებაშვილის ქუჩა, 01 შესახვევი, 01 და 02 ჩიხები, კ. გამსახურდიას ქუჩა, 03 ჩიხი; 05 ქუცა, 03 ჩიხი (ნ.ბარათაშვილის ქუჩა)). სამუშაოები რეგფონდიდან 329,270 დაფინანსდება.
ჯამში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ამ ეტაპზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 827 184 ლარს მიიღებს.