ხაშურის მერს, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მერებს შორის, ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს. მისი ხელფასი, დარიცხვით 3100 ლარია. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
მერის ხელფასის გაზრდის გადაწყვეტილება ხაშურის საკრებულოს 6 თებრვლის სხდომაზე მიიღეს.
გიორგი გურასპაშვილის ხელფასი 550 ლარით აღემატება გორის, კასპისა და ქარელის მერების ანაზღაურებებს.
საკრებულოს სხდომაზევე დამტკიცეს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურის ოდენობა. მას 2800 ლარი ექნება, დარიცხვით.
ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ ჯანაშვილი. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პირველი პირებისთვის ანაზღაურება ადეკვატურია, რადგან მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტისთვის საქმიანობა მძიმედ დაიწყო. კერძოდ, წლის პირველივე თვეს, 9-10 იანვარს ზამთრის წვიმებმა სურამი, გომი, ხაშური და სხვა დასახლებული პუნქტები დააზიანა.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს, მათი ხელფასის ოდენობა ასეთია:
მერები:
გორის მერი – 2650 ლარი
კასპის მერი – 2650 ლარი
ქარელის მერი – 2650 ლარი
ხაშურის მერი – 3100 ლარი
საკრებულოს თავმჯდომარეები:
გორი – 2750 ლარი
კასპი – 1700 ლარი
ქარელი – 1900 ლარი
ხაშური – 2800 ლარი
გორი – 2150 ლარი
კასპი – 1700 ლარი
ქარელი – 1900 ლარი
ხაშური 1800 ლარი
საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეები:
გორი – 2210 ლარი
კასპი – 1700 ლარი
ქარელი – 1900 ლარი
ხაშური 1800 ლარი.
ოთხივე მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურება სახელფასო ფონდიდან განისაზღვრა, რომლის საერთო ოდენობა არ გაზრდილა. მას შემდეგ, რაც პროფესიულ საჯარო მოხელეებს პრემიებისა და დანამატების გაცემა შეეზღუდათ, მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, სახელფასო ფონდში არსებული ფულადი რესურსი, შრომის ანაზღაურების გაზრდისკენ მიმართეს.