სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა, სოფელ ჯუგაანში, ძველი სკოლის საუბნო გზის ასფალტობეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.
ეს გზა ამ ეტაპისთვის მოხრეშილია და მიმდინარეობს ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ამ სამუშაოებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79521 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,პრიორიტეტი“.