ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ ეტაპზე 9 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. პროექტების განსახორციელებლად თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დიდი ნაწილი კი სწორედ ცენტრალური ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.
მიმდინარე წელს ახმეტის მინიციპალიტეტში პრიორიტეტი ადგილობრივი გზების რეაბილიტაციაა და, ძირითადად, ქალაქის ქუჩების მოწესრიგებაა დაგეგმილი. სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კი მხოლოდ 1 პროექტი დაფინანსდა.
რაც შეეხება სხვა პრობლემების მოგვარებას, მაგალითად, წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტში ამ დროსთვის მხოლოდ 1 პროექტი განხორციელდება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ახმეტაში ფშავის ქუჩას, რომელზეც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 56,100 ლარი გამოიყო. რეაბილიტირდება, ასევე, ალავერდის ქუჩაც, რომლისთვისაც რეგფონდიდან 102,500 გამოიყო. დაგეგმილია ალაზნის ქუჩის რეაბილიტაციაც და მასზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 72,800 ლარი გამოიყოფა, ხოლო თიანეთის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტი 50,900 ლარს გამოყოფს.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ახმეტაში წერეთლის ქუჩასაც, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 141,400 ლარია გათვალისწინებული.
ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება ქალაქ ახმეტაში წყაროების გზა და ბითაანის ქუჩა. წყაროების გზისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 88,700 ლარი, ხოლო ბითაანის ქუჩისთვის 579,900 ლარია გამოყოფილი.
ერთადერთი პროექტი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება, სოფელ ხორხელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაა და ის რეგფონდიდან 635,500 ლარით დაფინანსდება.
რაც შეეხება წყალმომარაგების გაუმჯობესებას, ამ ეტაპზე მხოლოდ 1 პროექტი განხხორციელდება. დაგეგმილია სოფელ ქვემო ალვანის წყალსადენის მაგისტრალის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 469,000 ლარი გამოიყოფა.
ჯამში, ამ ეტაპზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის 2 214.8 ლარია გამოყოფილი.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.