სამტრედიის მუნიციპალიტეტი “მეგობრობის ოთახს” ქმნის

1080

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და მერის მოადგილე, ირაკლი სულავა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რაიონული და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ, სამტრედიის მუნიციპალიტეტში “შოკენის” ფონდის პროექტი განხორციელდება.

ამავე წყაროს თანახმად, პროექტი მიზნად ისახავს, დევნილთა, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებთან მოხალისეთა ქსელის ჩამოყალიბებას და განვითარებას, გამოცდილების მიღებას ინოვაციური მოდელების განხორციელებაში, “მეგობრობის ოთახის” და რეკრეაციული ზონის ჩამოყალიბებას.

სამტრედიის წითელი ჯვრის ორგანიზაციის მენეჯერმა, ნათია პაპავამ განსაკუთრებული მუნიციპალტეტის მერს, ვალერი ფოცხვერიას აქტიური თანამშრომლობისა და თითოეულ პროექტში გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.