ხვალ, 31 იანვარს, 15:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის – „2014 – 2017 წლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ცვლილებების შედეგები“ ანგარიშის პრეზენტაცია.
ანგარიში მოიცავს 2014 წელს განხორციელებული ცვლილებებით შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების (შვიდი თვითმმრთველი ქალაქი და თემი – ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი) საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას. კერძოდ, რა შედეგები მოჰყვა 2014 წელს ახალი მუნიციპალიტეტების შექმნას, როგორ იმუშავეს ახალი თვითმმართველი ერთეულების ორგანოებმა, როგორ განკარგეს საკუთარი საბიუჯეტო სახსრები და რა დადებითი/უარყოფითი ძვრები მოხდა მოქალაქეთა მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფის კუთხით.
პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კვლევა ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით განხორციელდა .