ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა.
“საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა და 26 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში. იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ?” – აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულთა 25%-მა თქვა, რომ იცოდა, 69%-მა განაცხადა, რომ არა და 7%-მა არ იცის, იცოდა თუ არა ამ პროცესის შესახებ.
კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, ხოლო გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.