სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა

848

სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების ხელახლა გადათვლას და თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართვენ. ცესკოს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მტკიცებულებები, რომელიც წარმოადგინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ადასტურებს, რომ შემაჯამებელი ოქმები კანონის შესაბამისი იყო და მისი ბათილად ცნობის საჭიროება არ იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი 5 ნოემბერს არ დააკმაყოფილა. 10 ოპოზიციური პარტია 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვდა.

ცესკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ხელახლა გადათვლაზე უარყოფითი პასუხი 3 ნოემბერს გამოაცხადა.

თამარ ჟვანიამ 21 ოქტომბერს თბილისის მერის არჩევნებისა და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების საბოლოო ოქმებს ხელი მოაწერა. საბოლოოდ დადგინდა, რომ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო. თბილისის საკრებულოში კი პროპორციული სიით “ქართულმა ოცნებამ” 53.15% აიღო, აქედან გამომდინარე მან საკრებულოში 15 მანდატი მიიღო.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

წყარო: იმედინიუსი

ფოტო: იმედინიუსი