ზაქარია ქუცნაშვილი: თამაზ მეჭიაურს უნდა, რომ ერთი სადავო ხმით ტყუილმა და შეურაცხყოფამ გაიმარჯვოს

1103

თამაზ მეჭიაურს უნდა, რომ ერთი სადავო ხმით ტყუილმა და შეურაცხყოფამ გაიმარჯვოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

”თიანეთში გაკეთდა იმდენი რამ, რაც არ გაკეთებულა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ეს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის. სამწუხაროდ, მეჭიაურს ერთი სადავო ხმით უნდა, რომ ტყუილმა და შეურაცხყოფამ გაიმარჯვოს. ეს ადამიანი ტყუილის და შეურაცხყოფის ტირაჟირებითაა დაკავებული მთელი ცხოვრება. ტყუილი გამოიხატებოდა იმაში, რომ თიანეთში როდესაც დადიოდა ამბობდა, ზაქარია ქუცნაშვილმა შეჭამა მთელი რაიონიო, ათობით ჰექტარი მიწა ჩაიგდოო ხელში, სასტუმრო აიშენაო, ფოსტის შენობა იყიდაო… ასეთ ტყუილებს ტირაჟირებდა. რომ ვთხოვე მტკიცებულების წარმოადგენა, ვერ წარმოადგინა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი