“ერთობა – ახალი საქართველოს” ლიდერი განცხადებას ავრცელებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თვითმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისმა გუნდმა იდეური მხარდამჭერები შეიძინა, პოლიტიკური პლატფორმა თითოეულ მათგანს კომუნიკაციისკენ მოუწოდებს, რათა საერთო ძალებით დაიწყონ ინტენსიური მუშაობა პარტიის მიერ დამუშვებულ ინოვაციურ პროექტებზე.
გიორგი ვაშაძის თქმით ამ ადამინების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ “ერთობა – ახალი საქართველო” სწორ გზაზე დგას. “ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რადგან “ერთობა – ახალმა საქართველომ” ამ არჩევნებზე იდეური მხარდამჭერები შეიძინა.
ჩვენ გავხსენით ველი სალაპარაკოდ იმ რეალურ ცვლილებებზე და რეფორემბზე, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს, რათა წარმატების ქართული მოდელი შეიქმნას. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ მოსახლეობას აბსოლიტურად განსხვავებული და ინოვაციური პროგრამა. ჩვენს მიერ გაკეთბული ეს ნაბიჯი, შეამცირებს პოპულიზმის წილს მომდევნო არჩევნებში. სხვა პარტიებისგან განსხვავებით ტექნიკურ ხმების ნაცვლად ჩვენ იდეებზე გავაკეთეთ აქცენტი და სწორედ ამიტომაა მნიშნელოვანი ჩენი შედეგი.
ჩვენ მხარი დაგვიჭირა საშუალო კლასმა, რომელიც არის აზრის შემქმენლი და მთავარი ღერძი ნებისმიერი ქვეყნის განვითარების. თითოეულ მათგანთან გვინდა გვქონდეს კომუნიკაცია და საერთო ძალებით ინტენსიურად ვიმუშოთ. ამ ხალხის მხარდაჭერა ჩვენთვის ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, რის გამოც ვაგრძელებთ აქტიურ მუშობას. ჩვენ ასევე ვაანალიზებთ საარჩევნო სისტემას და ვთვლით, რომ მას ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება. ამის შეთავაზებას “ერთობა- ახალი საქართველო” სწრაფად დავიწყებთ იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნებს მომზადებულები შევხვდეთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: აიპრესი