„ნაციონალური მოძრაობა” ცესკოსგან სამაგიდო სიების გადაცემას მოითხოვს

766

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიისგან სამაგიდო სიების გადაცემას მოითხოვს.

როგორც პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, სიის გადაცემის მოთხოვნის მიზეზია იმ ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც ბევრ ადამიანს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში ჩანს, რომ ეს პირები საარჩევნო უბნებზე იყვნენ.

„ჩვენ გვაქვს ზემოთ ხსენებული შემთხვევის კონკრეტული მაგალითი – ცაგერის რაიონის 21-ე სარჩევნო უბანი. ოქმი ამბობს, რომ საარჩევნო სიაში 33 ადამიანია, მონაწილეობა კი 31-მა მიიღო. თუმცა, ჩვენ გვაქვს 10 ადამიანის სახელი, გვარი და ტელეფონი, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათი ნაწილი ან საქართველოში არ იმყოფება, ან შეუძლოდაა. მაგალითად, ძმები თავზიანიძეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში არიან წლებია; ეკა უგრეხელიძე, რომელიც თურქეთშია; ქეთევან უგრეხელიძე, რომელიც ქუთისშია და მწოლიარე ავადმყოფია, ნარგიზი კუხალაშვილი ხონში ცხოვრობს და მწოლიარე ავადმყოფია და ა.შ. ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითი კი არჩევნების გაყალბების ილუსტრაცია”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი