დიმიტრი ლორთქიფანიძე და კახა კუკავა რუსთავის 84-ვე უბნის შედეგების გადათვლას ითხოვენ

727

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთმანეთს “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” ლიდერები დიმიტრი ლორთქიფანიძე და კახა კუკავა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუპირისპირდნენ.

პარტიის წევრები რუსთავის 84-ვე უბნის შედეგების გადათვლას ითხოვენ. მათ დაწერილი აქვთ 22 საჩივარი, თუმცა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ისარგებლა დისკრეციული უფლებამოსილებით და საჩივრები განუხილველად დატოვა, რამაც პარტიის ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია.

პარტიის ლიდერები საოლქოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უკვე სასამართლიში გეგმავენ.

წყარო: 1ტვ