ქარელის მუნიციპალიტეტში 3 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ რესურსცენტრის უფროსმა, გიორგი კობახიძემ განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისივე თქმით, საუბარია მოხისის, აგარის და ქარელის პირველ სკოლების რეაბილიტაციაზე.
“ქარელის პირველ საჯარო სკოლაზე უკვე ტენდერია გამოცხადებულ,და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. ასევე მომავალ წლის პროექტია აგარის სკოლის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე ქარელის პირველ და აგარის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. რაც შეეხება მოხისის საჯარო სკოლას, მოსწავლეები ფცის საჯარო სკოლაში არიან განაწილებული მეორე სმენაში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება სკოლის რეაბილიტაცია “, – აღნიშნა გიორგი კობახიძემ.