ქარელის მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსად გიორგი ხაბალაშვილი დაინიშნა

273

ქარელის მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახურს გიორგი ხაბალაშვილი უხელმძღვანელებს. დაწინაურებამდე, ხაბალაშვილი აღნიშნულ სამსახურში უფროს სპეციალისტად მუშაობდა.

“მე ვიყავი სპეციალისტად გაფორმებული და უფროსის მოვალეობას ვასრულებდი კონკურსის წესით მოხდა ჩემი უფროსად შერჩევა”, – განაცხადა გიორგი ხაბალაშვილმა.