ქვიშხეთის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას 267 334 ლარი მოხმარდება

259

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია იგეგმება. ამისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

შენობის რეაბილიტაციის სავარაოუდო თანხად 267 334 ათასი ლარია განსაზღვრული.

“შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ამიტომ მოხდება მისი მთლიანი რეაბილიტაცია”, – ამბობენ ხაშურის მერიაში.