მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ადგილზე იმყოფება პარლამენტის წევრი სერგო რატიანი და “ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმამედ იმამკულიევი. ასევე ადგილზე არის მარნეულის გამგებელი თამაზ ნავერიანი.
როგორც “ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, გადასატანი ყუთი საარჩევნო უბანზე კანონმდებლობით 18:00 საათზე უნდა მიეტანათ, თუმცა კომისიის წევრებმა ყუთი 19:00 საათის შემდეგ მიიტანეს.
სიტყვიერი დაპირისპირება იყო აჰმედ იმამკულევსა და თამაზ ნავერიანს შორის. ნავერიანმა იმამკულევს პროვოკატორი უწოდა და არჩევნების ხელოვნურად დაძაბვაში დაადანაშაულა.
სერგო რატიანის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.
წყარო: 1tv.ge