ლაშის #48 საარჩევნო უბნის კომისიამ ფოტოგადაღების უფლება არააკრედიტებულ პირს მისცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელს საარჩევნო კომისიამ ნება დართო, რომ ხარაგაულის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი ხმის მიცემის პროცესში გადაეღო.
აღნიშნულ პირს რომ საარჩევნო უბანზე ყოფნისა და ფოტოგადაღების უფლება არ ჰქონდა, დაადასტურა ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა მაყვალა სულაქველიძემ.
წყარო: ჩემი ხარაგაული
ფოტო: ჩემი ხარაგაული