ინგირში 46-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარესა და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის მამას შორის სიტყვიერი დაპირიპირება მოხდა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გადასატანი ყუთის გაბათილება მოითხოვა.
„ევროპული საქაართველოს აჟორიტარობის კანდიდატის თემურ ლიპარტიას მამამ უბნის ტერიტორიაზე დებოში მოაწყო, რაზეც ვაპირებთ ჩივილს“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ რუსუდან ფანგანმა.
კომისიის თავმჯდომარის ძმის განცხადებით, მას შემდეგ რაც რუსუდან ფანგანმა ჟურნალისტებთან გადასატან ყუთთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მასაც დაემუქრნენ.
თავის მხრივ, ავთანდილ ლიპარტიამ კომისიის თავმჯდომარის ბრალდებები უარყო.
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ დააფიქსირა, რომ გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიაში 35 ადამიანი იყო. ყუთის დაბრუნების შემდეგ ოცდათხუთმეტივე ხელმოწერა იყო, მაგრამ სიაში მყოფი ორი ამომრჩეველი მივიდა უბანზე და ხმა მისცა.
ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა კი განაცხადა, რომ კომისია იმსჯელებს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებულ დარღვევაზე.
წყარო: ლაივპრესი
ფოტო: ლაივპრესი