ბათუმის #66 საუბნო საარჩევნო კომისიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ბორის სამსონაძე უჩივის, მისი განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა, რადგან ამომრჩევლის მიღება ისე დაიწყეს, რომ რეგისტრატორის ვინაობა ჩანაწერთა წიგნში არ ჰქონდათ შეტანილი, სამსონაძე ხაზს იმ ფაქტსაც უსვამს, რომ კომისიის წევრებს საარჩევნო კაბინებში საწერ-კალმების განთავსება დაავიწყდათ, რამაც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს უხერხულობა შეექმნა. კომისიამ საჩივრის ოქმი წარმოებაში მიიღო.
წყარო: adjaraps.com