ვანდალიზმის კიდევ ერთი ფაქტი რუსთავში. 21-ე მიკრორაიონში, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში უცნობმა პირებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს. დაზიანებულია რეკრეაციული სივრცის ღობე და სკვერში არსებული ბავშვთა გასართობი ატრაქციონი.
ფაქტის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში რუსთავის საკრებულოს დეპუტატი გიგა ვეფხვაძე ავრცელებს.
“რა გვინდა ვერ ვხვდები? ლამაზი კოხტა ქალაქი თუ დალეწილი, გაპარტახებული გარემო? ჩვენი შვილებისთვის არაა ეს ყველაფერი? რატომ ვლეწავთ და ვამტვრევთ? 2 კვირა მაინც გვეცლია”, – წერს ვეფხვაძე სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/jon.do.100/posts/pfbid024WMoJynMML53Bzb9xCKBjMr5udPUosU1fL7mrRnrhpDXsXUWVG1MrT5Loo129r8Pl