ხარაგაულში, #48.08 ვარძიის საარჩევნო უბანზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი კომისიის წევრთა უფლებებში ჩარევას ცდილობდა.
ამის თაობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კომისიას საჩივრით მიმართა.
კომისიამ საჩივარი იმ მოტივით არ მიიღო, რომ ის არასრულყოფილად იყო შედგენილი.
კომისიის საქმიანობაში პარტიის წარმომადგენლისგან ჩარევის მცდელობის ფაქტი კომისიის თავმჯდომარე ფრიდონ ხიჯაკაძემ დაგვიდასტურა. თუმცა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს საჩივარი განმეორებით აღარ წარუდგენია.
წყარო: ჩემიხარაგაული
ფოტო: ჩემიხარაგაული