მარნეულში 2 ავტობუსით სპეცრაზმი ჩაიყვანეს

910

მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული. სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მარნეულში, პოლიციის შენობასთან ორი ე.წ. ყვითელი ავტობუსებით მივიდნენ. ავტობუსების გარდა ესკორტში არის რამდენიმე სპეცდანიშულების მანქანაც.

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არ გამოჩენილან.

წყარო: ინტერპრესნიუსი