„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ია ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ხობში, შავღელეს საარჩევნო უბანზე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ბიულეტენები აღმოაჩინეს.
მისი სიტყვებით, ინფორმაცია ფოტოსთან ერთად უბანზე ენმ-ის დამკვირვებელმა მიაწოდა. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, ფაქტი პარტიის დამკვირვებელმა გააპროტესტა, რასაც შეკამათება მოჰყვა.
სხვა დეტალები ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრისთვის უცნობია, რადგან ამბობს, რომ ვერ უკავშირდება უბანზე მის წარმომადგენელს.
წყარო: LivePress
ფოტო: LivePress