ბოლო ერთი საათის განმავლობაში “ნეტგაზეთს” არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებმაც გვაცნობეს, რომ მათ ტელეფონით დაუკავშირდნენ კალაძის მხარდამჭერთა კლუბიდან.
მოქალაქეები ამბობენ, რომ კლუბის წარმომადგენელი მათ ეკითხება – “იყვნენ თუ არა უკვე არჩევნებზე? და დააფიქსირეს თუ არა უკვე არჩევანი?” როგორც მოქალაქეები გვიცხადებენ, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მათი ტელეფონის ნომრები ჰქონდა კალაძის მხარდამჭერთა კლუბს, ზოგიერთმა მათგანმა გაარკვია, რომ ტელეფონის ნომრები კლუბმა ამ მოქალაქეების უბანში მომუშავე “ოცნების” კოორდინატირების მიერ მოიძიეს.
ინფორმაცია იხილეთ სრულად ლინკზე: ნეტგაზეთი
წყარო: ნეტგაზეთი
ფოტო: ნეტგაზეთი