“გადადგეს თორნიკე რიჟვაძე” , “მოხდეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტური გამოძიება” – ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

682

“გადადგეს თორნიკე რიჟვაძე” , “გადადგეს დავით რიჟვაძე” , “მოხდეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტური გამოძიება”, – ამ ლოზუნგებით აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, საკრებულოს წევრ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე ზეწოლას და მოსყიდვას ცდილობდა. მათი თქმით, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, თუ შანტაჟსა და მოსყიდვაში ჩართული პირები არ დაისჯებიან.

“ნუგზარ ფუტკარაძე არის პრინციპებისა და ერთგულების გაუტეხელი სიმბოლო. ყოვლის შემძლე დავით რიჟვაძის დაქვემდებარებაშია სუს-იც და ყველა უწყება. დავით რიჟვაძემ თანამდებობა სასწრაფოდ უნდა დატოვოს. ვალდებული ვართ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ“, – აცხადებენ შეკრებილები.