ამ წუთებში ,სოფელ შრომაში, ხრიალეთის საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების“ აქტივისტმა გიგლა მამფორიამ გაზეთ ,,გურიის მოამბის „ დამფუძნებელს და,, რუსთავი 2 „ წარმომადგენელს გურიის მხარეში ვლადიმერ მენაბდეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მამფორიამ საარჩევნო უბანზე , ხოლო სოფლის გამგებელმა მაყვალა დარჩიამ უბნის გარე პერიმეტრზე ,,რუსთავი 2 „-ის გადამღებ ჯგუფს არ მისცეს საარჩევნო პროცესის გაშუქების საშუალება, თავს დაესხნენ და აგრესიული ქმედებებით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
,,რუსთავი 2 „ -ის წინააღმდეგ დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა უბანზე მყოფი შ.ს.ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი თემურ რცხილაძე.
ვლადიმერ მენაბდე ამ დრომდე მის მიერ გამოძახებულ 112-ის წარმომადგენლებს ელოდება.
წყარო: გურიის მოამბე