გურჯაანის #34 ჩალაუბნის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაგვიანებით დაიწყო.
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი 8:40 წუთზე დააფიქსირა. ჩუთლაშვილმა განაცხადა, რომ ჩალაუბნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მუშაობდა ნელა, რომელიც, მისი განმარტებით, უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზი გახდა.
„საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მუშაობდა სიფრთხილით და ნელა, რის გამოც უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ამ ეტაპზე გურჯაანის საარჩევნო ოლქზე არ ფიქსირდება არც ერთი დარღვევა. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“ , – განაცხადა მაია ჩუთლაშვილმა.
წყარო: კახეთინიუსი