დღეს დილიდან ოზურგეთის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსებია მობილიზებული.
როგორც “გურიის მოამბეს” სხვადასხვა უბნებიდან ატყობინებენ, მიკროავტობუსებში მყოფი ადამიანები, სიების აღრიცხვას აწარმოებენ.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრიდან გვატყობინებს, ამავე სოფელში “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ნიჟარაძე მასთან საუბარში აცხადებს, მიკროოავტობუსებში მათი მხარდამჭერები ზიან და იმ სიას ადგენენ, ვინ ვერ მოახერხებს ხმის მისაცემად მოსვლას, რომ უზრუნველყონ მისი ტრანსპორტირება.
“ჩემი მხარდამჭერები ზიან მარშუტკაში. სპეციალურ სიებს ამოწმებენ, სადაც ჩემი უშუალო მომხრეებია აღრიცხული, ვინც ვერ მოვა ხმის მისაცემად, მერე მივაკითხავთ და მის ტრანსპორტირებას მოვახდენთ”.
მსგავსია სიტუაცია სოფელ ბაღდადსა და ცხემ ლისხიდში, სადაც სავსე მიკროავტუბუსები, “ლეიბორისტული” პარტიის წარმომადგენელმა თეა როსტიაშვბილმა დააფიქსირა.
წყარო: გურიის მოამბე
ფოტო: გურიის მოამბე