შიდა ქართლში 10:00 საათისთვის ამომრჩევლების 5,8 % გამოცხადდა

702

შიდა ქართლის მასშტაბით საარჩევნო უბანზე, დილის 10 საათის მონაცემებით, 13 686 ამომრჩეველი გამოცხადა, რაც საერთო მაჩვენებლის 5,8%-ია. სულ რეგიონში 236 003 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შიდა ქართლის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში 234-ვე უბანი გახსნილია.

კასპში 39 752 ამომრჩევლიდან უბანზე უკვე 2 203 მოქალაქე მივიდა, რაც 5.5%-ს შეადგენს. გორში 110 174 ამომრჩევლიდან – 6 197 მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ყველაზე მაღალი აქტივობა ქარელის მუნიციპალიტეტშია, სადაც 37 121 ამომრჩევლიდან უბნებზე 2 751 მოქალაქე გამოცხადდა, რაც 7.4 %-ს შეადგენს. ხაშურში კი 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 2 535 (5,2%) ამომრჩეველმა დააფიქსირა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.

წყარო: იმედინიუსი