“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, მათმა წარმომადგენლებმა 43 საჩივარი უკვე დაწერეს. როგორც ქამადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო პროცესებში სუს-ი აქტიურად არის ჩართული, რომლებსაც კომისიის წევრებთან კომუნიკაცია აქვთ.
“10:00 საათის მონაცემებით 43 საჩივარი გვაქვს დაწერილი, რაც იმას ნიშნავს რომ კენჭისყრა დარღვევებით მიმდინარეობს. სხვადასხვა ტიპის დარღვევებს ვაწყდებით. 26-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რომ იმ მოქალაქეს მიაცემინეს ხმა, რომელიც რეალურად ხელვაჩაურში არის რეგისტრირებული. ის არ იყო რეგისტრირებული 36-ე უბანზე .45-ე უბანზე მარკირებას არ აკეთებენ; 49-ე უბანზე ძალიან საგანგაშო ფაქტი დაფიქსირდა – მას შემდეგ რაც წილისყრა მოხდა და კომისიის წევრების ფუნქციები განისაზღვრა, რეგისტრატორი კომისიის წევრების ვინაობას ტელეფონით ვიღაცას აწვდიდა. სწორედ ეს არის ”კარუსელის” მცდელობა. აღნიშნული ინფორმაცია სუს-ის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებსაც რეგისტრატორებთან კონტაქტი აქვთ. მოვუწოდებთ კომისიას, რათა მსგავს ფაქტებზე ხელი აიღოს”,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი