დმანისის 33-ე საარჩევნო უბანში კომისიის ახალი მდივანი აირჩიეს

496

ცესკო-ს სპიკერი ანა მიქელაძე დმანისის 33-ე უბნის კომისიის მდივნის ავარიაში მოხვედრის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, კომისიის ახალი მდივანი კომისიის წევრებმა აირჩიეს და დმანისის 33-ე უბანზე არჩევნები დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. დმანისის 33-ე უბნის კომისიის მდივანი დილით ავარიაში მოყვა. კანონმდებლობის თანახმად, კომისიის მიერ არჩეული იყო კომისიის ახალი მდივანი. ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი