მარნეულში რვა საარჩევნო უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს არ უშვებენ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა მარნეულში აჰმედ იმამყულიევმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც იმამკულიევმა აღნიშნა, მათი პარტიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ საშუალება შევიდნენ უბანზე და დააკვირდნენ არჩევნების პროცესს.
”ამჟამად ცუდი ვითარებაა რვა უბანზე, ჩვენ დამკვირვებლებს არ უშვებენ. უბნების გარეთ ხდება ”ქართული ოცნების” აქტივისტების მობილიზება და ისინი ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ამომრჩეველზე. ასევე ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა იყო სოფელ ლეჟბადინში, თუმცა ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად არიან მობილიზებულები და არ ავყვებით მათ”, – განაცხადა იმამყულიევმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი